175 School 4 Ever
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მოგესალმებით ყველა 175-ელებს.გთხოვთ შემოსვლისთანავე გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.ასევე შებრძანდით ჩვენს ფორუმზე.პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია GaviTa
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სკოლის ისტორია
დირექცია
მასწავლებლები
წარმატებები
სკოლის მოსწავლეები 1-6 კლასამდე
სკოლის მოსწავლეები 7-10 კლასამდე
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
განცხადებები
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 140
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

175–ე სკოლამ მოიგო რაიონული შეხვედრა ხელბურთში 

175–ე სკოლამ გაიმარჯვა გლდანი–ნაძალადევის ხელბურთის ჩემპიონატი და გავიდა თბილისზე
ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: mavne სრულად/გადმოწერა


ჩემპიონატი კალათბურთში 


იწყება ჩემპიონატი კალათბურთში. 6-9 კლასელებამდე. ბავშვები ბევრი თამაშის შემდეგ დააგროვებენ ქულებს და გადავლენ შემდეგ ეტაპზე. გათამაშების შემდეგ საიტზე გეტყვით გამარჯვებული კლასს
ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


175 school history by gavita 



თბილისის №175 საჯარო სკოლა ჩამოყალიბდა 2005 წელს №175 და №184 სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად. სკოლა მდებარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონში. მისამართი: მუხიანის დასახლება III მ/რ. ტელ: 64 53 07 63 54 86
დღეისათვის სკოლას აქვს 4 კორპუსი- 2 სასწავლო და 2 დამხმარე. სკოლის I სასწავლო კორპუსი ეთმობა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. II კორპუსში განთავსებულია II და III საფეხურის კლასები. დამხმარე კორპუსები ეთმობა სახელოვნებო და სპორტული კლუბების მუშაობას. სწავლების ასეთი ადმინისტრირება საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ უსაფრთხო სკოლის პრინციპები და ეფექტურად ვმართოდ სასწავლო პროცესი. სკოლაში 1850 მოსწავლეა.
ვცდილობთ ვაქციოთ სკოლა იმ დაწესებულებად, სადაც ხალისი, გულისხმიერება, პატივისცემა და პროფესიონალიზმია დამკვიდრებული, სადაც ბავშვი თავს სრულყოფილ მოქალაქედ გრძნობს და დაცულია მისი უფლებები.

სკოლაში ფუნქციონირებს მუსიკის, ხატვის, ლიტერატურული თეატრის, ფეხბურთის, ხელბურთის, ფოტოხელოვნების უფასო კლუბები და ქართული და სამეჯლისო ცეკვების, კარატის ფასიანი წრეები.

ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


ჩემი სკოლა ჩემი სახლია 

175-ე საჯარო სკოლის ეკოლოგიური ჯგუფის ეკო-175-ისა და ჯგუფის ხელმძღვანელი ცარო ხორბალაძის ინიციატივით 2009 წლის 11 ნოემბერს მოეწყო ეკოლოგიური აქცია.აქციის მიზანი იყო სკოლის ტერიტორიის მოწესრიგება.აქცია გაიმართა ორგანიზებულად, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. სკოლის შემოგარენის ტერიტორიები მიმაგრებული იქნა II და III საფეხურის მოსწავლეებზე. მოსწავლეებს და პედაგოგებს დაურიგდათ ხელთათმანები და ერთჯერადი დამხმარე საშუალებები.
აქცია პერმამენტულია და გაიმართება საჭიროებისამებრ.
ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


საფეხბურთო ტურნირი 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებულ ,,მომავლის თასზე” საჯარო და კერძო სკოლებს შორის ჩატარდა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-9 კლასის ვაჯები. 175- საჯარო სკოლის გუნდმა წარმატების იასპარეზა 164-ე, 160-ე. კერძო სკოლა XXI საუკუნესთან.

ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


ოქროსფერი შემოდგომა 


16-20 ნოემბერს ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდის კათედრის მიერ ჩატარდა ,,კათედრის კვირეული”. კვირეულის ფარგლებში სკოლის სპორტულ დარბაზებში და სტადიონზე მოეწყო თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.მოეწყო გამოფენა ,,ოქროსფერი შემოდგომა”. ფერწერულ ნახატებთან ერთად წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა სხვადასხვა მასალაში შესრულებული ნაკეთობები. გამოფენაზე განსაკუთრებულად საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს ,,ფერთა კრისტალის” მოსწავლეებმა. მოსწავლეები და მასწავლებლები ერთიანი მონდომებითა და სიყვარულით იყვნენ ჩართულები ექსპოზიციაში.

ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


175 სკოლის მედალოსნები 


2008-2009 სასწავლო წელს სკოლას 7 მედალოსანი მოსწავლე ჰყავდა. მათ შორის 2 ოქროსი და 5 ვერცხლის. ოქროს მედლები გადაეცათ მარიამ დავლაძეს და ქეთევან წიწუაშვილს. ვერცხლის მედალოსნები არიან: მარიამ კეპულაძე, ნინო კეპულაძე, ნინო მეურმიშვილი,მარიამ ჯამაგიძე, გიორგი სისვაძე
სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ქ. თბილისის 136-ე საჯარო სკოლაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა გადასცა. 175-ე სკოლა ულოცავს მედალოსნებს და წარმატებებს უსურვებს.

ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


საშობაო ალილო 



175-ე სკოლის და მუხიანის გამგეობის ინიციატივით ალილო მოეწყო მუხიანში. ალილოს მსვლელობაში მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობდა მუხიანის დასახლებაში არსებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.ადგილობრივებმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებთან, მგალობელთა გუნდთან, ხალხური საკრავების ანსამლთან და სპორტულ სკოლა “ხრიდოლის” მოსწავლეებთან ერთად მსვლელობა წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ტაძრიდან დაიწყეს. თეატრალიზებულ სანახაობას დუმბაძის ქუჩაზე თბილისის მერი შეუერთდა. გიგი უგულავამ მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა. ალილო, ისევ წმინდა მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესიასთან დასრულდა, სადაც სანახაობის დროს შეგროვებული შემოწირულობები მიიტანეს. ნობათი უპოვრებს დაურიგდებათ.

ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


175 სკოლის ზეიმი ცეკვა მე-7-ე კლასის 

იხილეთ ვიდეო

ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა


ეკლესიის შენება 175 სკოლასთან 



სკოლასთან შენდება ტაძარი-ეკლესია რომლის მშენებლობაც უკვე იწყება მომავალში დავდებთ ეკლესიის სურათებსაც ;)
ნანახია:0 | კომენტარები: (0) ავტორი: Gavita სრულად/გადმოწერა

1 2 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

დიზაინი გააკეთა გიორგი დავითაშვილმა ანუ GaviTa ;) © 2024

Free site builder - uCoz